logo
ENG



"აზოვის ბატალიონი აღდგა და საბრძოლო ამოცანებს ასრულებს" - უკრაინის გვარდიის მეთაური

17 აგვ 202321:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/17/iek746ucwtlhz9u.jpg

უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლის ნიკოლაი ურშალოვიჩის თქმით, აზოვის ბატალიონი უკვე აღდგა და დაბრუნდა ფრონტზე, ასრულებს საბრძოლო ამოცანებს.

"ლეგენდარული სპეციალური დანიშნულების ბრიგადა აზოვი აღდგენილია და დაიწყო საბრძოლო მოქმედებების შესრულება სერებიანსკის ტყის რაიონში", - განაცხადა გვარდიის წარმომადგენელმა.

ამასთან, ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აზოვის მებრძოლებს ''საიმედოდ უკავიათ დაკავებული მონაკვეთი და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას მძიმე დანაკარგებს აყენებენ''.

16 მაისს მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნის უკრაინელი მცველები თითქმის 3-თვიანი გმირული ალყის შემდეგ რუსულ ძალებს დანებდნენ. ეს იყო ბოლო წერტილი მარიუპოლში, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებდნენ. 211 უკრაინელი სამხედრო რუსეთის ძალებმა დონეცკის ტერიტორიაზე, ქალაქ ოლენივკაში გადაიყვანეს.

29 ივლისს რუსეთმა დაბომბა დონეცკის ქალაქი ოლენივკა, სადაც რუსულ ძალებს აზოვსტალის ტყვედ აყვანილი მცველები ჰყავდათ. შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა. რუსეთმა მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აიღო და უკრაინა დაადანაშაულა.

სექტემბერში აზოვის ბატალიონის და 36-ე არმიის მეთაურები ტყვეობიდან დაიხსნეს - მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზოვის ბატალიონის 5 მეთაური, უსაფრთხოების მიზნით, ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებოდა. დღეს კრემლში აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება დაირღვა და უკრაინაში მათ დაბუნებას აკრიტიკებენ.


close დახურვა